Friday, April 20, 2012

რაგბი
სპორტი

suratebi

https://picasaweb.google.com/107675439502252571163/ceuJLL02?authkey=Gv1sRgCKHt2feSp5OK5wE
https://picasaweb.google.com/107675439502252571163/ceuJLL02?authkey=Gv1sRgCKHt2feSp5OK5wE#slideshow/5733453879263589202

msoflio sporti

მსოფლიო სპორტი

სპორტი ფიზიკური კულტურის შემადგენელი ნაწილია, ფიზიკური აღზრდის მეთოდი და საშუალება, სხვადასხვა ფიზიკურ ვარჯიშებში შეჯიბრებების ორგანიზების, მომზადებისა და ჩატარების სისტემა. განასხვავებენ მასობრივ, სამოყვარულო და პროფესიულ სპორტს.

სოლტ ლეიკ სიტიში კარგი თაობით და ამბიციებით


საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები სოლტ ლეიკ სიტიში ამა წლის 18-30 ივნისს გასამართ ტურნირზე განსხვავებული სახით წარსდგება. თუ შარშან თბილისში აქცენტი ფიზიკურ, ძალისმიერ თამაშზე კეთდებოდა, წელს ამ კოზირს გაშლილი რაგბიც დაემატება და “პატარა ბორჯღალოსნების” მწვრთნელები იმედოვნებენ, რომ ეს გამარჯვების მომტანი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ ივნისამდე ჯერ კიდევ შორია, გუნდის ახალმა თავკაცმა, შოტლანდიელმა იან რიჩარდ სმიტმა, რომელმაც კარიერის უმეტესი ნაწილი ინგლისში გაატარა, კანდიდატების შერჩევა უკვე დაიწყო და “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე ყოველდღიურად იმ 35-38 მორაგბეს ავარჯიშებს, რომელთაგან 26-ს აშშ-ში წაიყვანს. სმიტი მორაგბეთა უმეტესობას იცნობს, რადგან მათთან ერთად გასულ წელს რუმინეთში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მოიგო და “ალაფის” საგზურიც მაშინ გაინაღდა.
სწორედ რუმინეთში გამართული ევროპის ჩემპიონატისას გამოჩნდა, რომ “პატარა ქართველებმა” ლამაზი, გაშლილი რაგბი ითამაშეს და ამის შემდეგ საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ პაატა ნარიმანაშვილი 20-წლამდელთა მწვრთნელის პოსტზე სმიტით ჩაანაცვლა. ჩრდილოეთ ამერიკაში ქართველთა მეტოქეები აშშ-ს, კანადის, გასულ წელს ელიტიდან დაქვეითებული ტონგას, შესარჩევში ურუგვაის მძლეველი ჩილეს, გასულ წელს ქართველთა მძლეველი იაპონიის, ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილზე გასული რუსეთის და აფრიკის ჩემპიონი ზიმბაბვეს ნაკრებები იქნებიან.
ეს რვა გუნდი ორ ოთხგუნდა ჯგუფში გადანაწილდება, ჯგუფში გამარჯვებულები ფინალში ითამაშებენ და მოგებული მომავალ წელს მსოფლიოს 12 საუკეთესო გუნდთან ერთად მსოფლიო თასისთვის იბრძოლებს. მეორეადგილოსნები ტურნირზე მესამე, ჯგუფში მესამეები მეხუთე, ხოლო ნაბოლარები მეშვიდე ადგილს გაითამაშებენ. მიუხედავად მეტოქეთა სიძლიერისა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელები დარწმუნებული არიან, სოლტ ლეიკ სიტიში პირველობისთვის ბრძოლას შეძლებენ.
“მსოფლიო სპორტი” ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ სმიტის თანაშემწე ლადო კილასონიას გაესაუბრა, რომელიც შოტლანდიელს ევროპის ჩემპიონატზეც ეხმარებოდა.